ძალაში შევიდა ამერიკული FARA-ს ანალოგი

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ამოქმედებულია. ამერიკული FARA-ს ანალოგი, უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენას ავალდებულებს. მის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი კი სწორედ ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც 6 თვეში ერთხელ, ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. მმართველი გუნდი კანონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ საქართველოში შემოსული ფულის გამჭვირვალობა აუცილებელია.