ძალადობის პრევენციის ახალი მექანიზმი

ბარნოვის 77 ნომერში მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ შეწყალების პროცედურის გარდა ცვლილება კანონმდებლობაშიც იგეგმება.

ოჯახური ძალადობისგან მსხვერპლს შემაკავებელ ორდერთან ერთად სპეციალური აპლიკაციაც დაიცავს. მკაცრდება პოტენციური მოძალადის კონტროლიც. შესაბამისი ზომების მიღება ბოლო სგანგაშო სტატისტიკის გამო გადაწყდა.  ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ შემაკავებელი ორდერი ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულის პრევენციას მაინც ვერ ახდენს. არ არის გამორიცხული, რომ რისკების შეფასების შემდეგ ძალოვანი უწყება მხოლოდ ორდერის გამოწერით არ შემოიფარგლოს და პირდაპირ გამოძიება დაიწყოს.