ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ცენტრი

15:26, 27.02.2019

მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, სავარაუდო მსხვერპლთა დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შეიქმნა. მისი მიზანია ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, ასევე ჯანმრთელობის დაცვა, ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

ცენტრი ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა, გენდერული ძალადობის წინააღნდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გახსნა.

მსგავსი