ძალადობის მსხვერპლთა ცენტრი  

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი იზრდება.

კიდევ ერთი ცენტრი, რომელიც დაზარალებულებს ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას შესთავაზებს, ამჯერად მარნეულში გაიხსნა. სტატისტიკის მიხედვით, სწორედ რეგიონებშია დანაშაულის გამოვლენის კუთხით ყველაზე რთული ვითარებაა. მიზეზი საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის სიმწირეა, რის გამოც ძალადობის მსხვერპლი პირები დუმილს ამჯობინებენ. მათ შორისაა ჩვენი რეპორტაჟის ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელმაც 20-წლიანი ძალადობის შემდეგ დახმარება პირველად ითხოვა.