ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის უფლებადამცველები ქალებს შესაბამის უწყებებთან დროული მიმართვიანობისკენ მოუწოდებენ.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან მიმართვიანობა მცირედით არის გაზრდილი, რაც მესამე სექტორისთვის პრობლემის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე საკმაოდ მცირე მაჩვენებელია. საკუთარ უფლებებზე ნაკლები ინფორმირებულობა და ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე ინფორმაციის საერთოდ არქონა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება. ძალადობრივი ქმედებებისგან თავდასაცავად და შესაძლო მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად უფლებადამცველი ორგანიზაციები და შესაბამისი მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურები ქალებს სოციალური და იურიდიული დახმარებისთვის დანერგილ სერვისებს ახსენებენ.