ძალადობის ფაქტები აქციებზე – გამოხმაურება

15:11, 08.05.2026

ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. ძალადობის ფაქტებზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, რომელთაგანაც ერთი ამ დრომდე დაცვის პოლიციაში, მეორე კი სუს-ის სპეცრაზმის ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელად მუშაობდა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი კი – გურამ როგავას ცემისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით არის დაკავებული. მათ 5-დან 8-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირების დაკავება საკმარისი არ არის, რადგან ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ, დამკვეთები კი – პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუციათ.

მსგავსი