ძალადობის ფაქტები აქციებზე – ბრიუსელის პოლიტიკა

21:20, 02.11.2026

ვანდალიზმი, ძალადობრივი პროტესტი და მასობრივი არეულობა – პარიზსა და სხვა ევროპულ ქალაქებში მიმდინარე პროტესტსა და თბილისში გამართულ აქციებს შორის, ოფიციალური თბილისი სულ უფრო მეტ პარალელს ავლებს. უკმაყოფილების მიზეზი ხდება პარიზის ინციდენტი. დემონსტრანტის მხრიდან პოლიცილების მისამართით გასროლილი „მოლოტოვის კოქტეილი“, მკვლელობის მცდელობად უკვე შეფასდა. რატომ არ ხდებოდა იდენტური პროცესების, იდენტური შეფასება თბილისური აქციების დროს – მმართველი გუნდი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს იხსენებს და ევროკავშირს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს. ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება – ასე აფასებს ოფიციალური თბილისი ბრიუსელის პოლიტიკას. მაშინ როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს შერჩევით მიდგომაში ამხელს, ოპოზიცია ქართულ და ევროპულ აქციებს შორის მსგავსებას ვერ ხედავს და ამტკიცებს, რომ პროტესტის მიზეზი თბილისის შემთხვევაში სულ სხვა იყო.

მსგავსი