ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ პროცესზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხება.  ერთი დაზარალებული სამართალდამცველი და ორი გამომძიებელი. ვიდეომტკიცებულების გამოკვლევა ბრალდებამ უკვე დაასრულა. პროკურატურის მოწმეთა დაკითხვის შემდეგ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ბრალდებულებს 4 სექტემბერს ეწურებათ.

შეგახსენებთ, რომ 11 ბრალდებულს, ნოემბერ-დეკემბერში აქციებზე პოლიციელებზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.