ძალადობაზე გამკაცრებული მონიტორინგი

მსხვერპლის პოტენციური მოძალადისგან დასაცავად და განმეორებითი ძალადობის პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ზომებს ამკაცრებს. შემაკავებელი ორდერის გაცემის გარდა, სამართალდამცველი ვალდებული ხდება, მოძალადე პერიოდულად შეამოწმოს. მონიტორინგის ინტენსივობა კი რისკების დონეზე იქნება დამოკიდებული. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ პოლიციელს მსხვერპლის გამოკითხვაც მოუწევს, რათა განსაზღვროს, რამდენად მაღალია დანაშაულის ჩადენის საფრთხე. პრევენციისთვის მომავალში არ არის გამორიცხული, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველ შემთხვევაზე მოძალადე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშანდელთან შედარებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია.