ძალადობა არასრულწლოვანზე

მოზარდის საქმეზე რუსთავში გამოძიება დაიწყო. 15 წლის გოგონა დედის მეგობარს გარყვნილ ქმედებაში სდებს ბრალს.

როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა. ამ დროისთვის გოგონა უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება. ძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა, დაბრუნდება თუ არა მოზარდი ოჯახში.