„ძალა ერთობაშიას“ ინიციატივა

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ამნისტიას გეგმავს. ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

რაც ეხება შეკითხვას, რამდენად არის პრეზიდენტის პრეროგატივა ამნისტია, გრიგოლ ვაშაძემ განმარტა, რომ საუბარია შეწყალებაზე, რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს.

ვაშაძის განცხადებას ეკა ბესელია გამოეხმაურა, მისი თქმით, უხერხულია, როდესაც პრეზიდენტობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსს ორი განსხვავებული ტერმინი ერევა.