გაერთიანებული ოპოზიციის განცხადება

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” “ქართული ოცნების” მიერ საზოგადოებრივი აზრის ანონიმური კვლევის შედეგებს ეხმაურება. მოძრაობის წევრების განცხადებით, შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევა, საარჩევნო კოდექსით დაწესებულ სტანდარტს არ შეესაბამება. არ არის მითითებული კვლევის ავტორი ორგანიზაცია, დამკვეთი და დამფინანსებელი, ასევე ჩატარების დრო, გამოკითხულთა რაოდენობა და მათი შერჩევის მეთოდი.

“ძალა ერთობაშიას” წევრები აცხადებენ, რომ ამგვარი კვლევის გასაჯაროებით, ხელისუფლება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მოძრაობის განცხადებებს მმართველი პარტიიდან, ჯერჯერობით, არავინ გამოხმაურებია.