"ძალა ერთობაშია" ახალქალაქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

“ძალა ერთობაშია” ახალქალაქის მე-40-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აღნიშნავენ, ჰასმიკ მარანგოზიანს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ნული ლარის საფასურად ბინა გადაეცა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ახალქალაქის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საჩუქრად მიღებული საცხოვრებელი ერთგვარი კომპრომატია, რომლითაც ხელისუფლება მარანგოზიანს არჩევნებზე მის სასარგებლოდ გამოიყენებს.

ოპოზიცია პროკურატურისგან საქმით დაინტერესებასა და გამოძიების მსვლელობისას ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

საკითხთან დაკავშირებით „მოამბემ“ ცესკო-ს უკვე მიმართა და მისგან პასუხს ელოდება.