ძაღლების უკონტროლო გამრავლების პრობლემა - ახალი პროექტი რეგიონებში 

ძაღლების უკონტროლო გამრავლების აღსაკვეთად მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი პროგრამა იწყება. შესაბამისი სამსახურები პატრონიანი და მიკედლებული ძაღლების უფასო ვაქცინაციას, სურვილის შემთხვევაში მათ სტერილიზაციას და ჩიპირებას უზრუნველყოფენ. შეიქმნება ელექტრონული ბაზები, სადაც ყველა ძაღლი იქნება რეგისტრირებული. პროგრამის მიზნად ცოფის პრევენცია, ცხოველების რაოდენობის და მათი მოვლა-პატრონობის კონტროლი და ქუჩაში დატოვების შემთხვევების პრევენცია სახელდება. რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების გაზრდაა დაგეგმილი.