ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმა – შეხვედრა ზუგდიდში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობაზე. იმსჯელეს ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე. პროგრამა ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ. ასევე, მიუსაფარი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.
პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვასა და ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.