ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა

15:40, 14.08.2026

რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში, რასაც ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდეს. ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ითვალისწინებს როგორც მიუსაფარი და მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ვაქცინაციასა და სტერილიზაცია-კასტრაციას.

მსგავსი