ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტისა და პერმანენტული ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო თვეზე მეტია ახორციელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად. „სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად, მიკროჩიპის გამოყენებით ერთიან ბაზაში არეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას უტარებს ძუ ძაღლებს; სპეციალური პროგრამის ფარგლებში მიუსაფარი ძაღლები სხვადასხვა მანიპულაციისთვის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოებში გადაჰყავთ, უფლებადამცველებს კი კითხვები აქვთ იმ მეთოდების ჰუმანურობასთან დაკავშირებით, რომლებსაც სააგენტო იყენებს – მათი ნაწილი აცხადებს, რომ სამედიცინო მანიპულაციისთვის წაყვანილ ცხოველებს ადგილზე აღარ აბრუნებენ. (ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს „მოამბე – რეგიონების“ სტუმარი პასუხობს).
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები