ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და ცხოველების მიმკედლებლებთან შეთანხმებით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს. პროგრამის მართვის ცენტრის ეკიპაჟებმა ქუთაისსა და ყვარელში ცოფის საწინააღმდეგოდ აცრეს და საჭირო პროცედურების ჩასატარებლად შესაბამის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს ცხოველები, რომლებიც მიმკედლებლებმა თავადვე მიიყვანეს ადგილზე. სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება-რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ისინი პასუხისმგებელ პირს დაუბრუნდებიან.