ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, ყვარლის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს. ისინი გურჯაანში, ცხოველთა მონიტორინგის რეგიონულ სააგენტოში გადაიყვანეს, სადაც მათ ვეტერინარების დასკვნის შესაბამისი მანიპულაციები ჩაუტარდებათ. მათ შორის, არსებული პროგრამა ითვალისწინებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და კასტრაცია-სტერილიზაციას. სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი კვლევების დასრულების შემდეგ, ცხოველებს ეკიპაჟები იმავე ლოკაციაზე დააბრუნებენ.