დუშეთობა 2026 – სახალხო დღესასწაული
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი სახალხო დღესასწაულს, „დუშეთობა 2026“ მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა იმართება. ადგილზე მისულ ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ და შეიძინონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქცია. სახალხო დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ადგილობრივი გასტრონომიაა. დღესასწაული ასევე სხვადასხვა სახის მუსიკალურ პროგრამებს და წარმოდგენებს აერთიანებს.