დუშეთის სახალხო თეატრის 145 წლის იუბილე
დუშეთის სახალხო თეატრი 145 წლის გახდა. ილია ზაქაიძის სახელობის ადგილობრივ კულტურის სახლში, საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. შესრულდა სპექტაკლი „ხანუმა“. დუშეთის კულტურის სახლის ფოიეში საგამოფენო სივრცე მოეწყო, სადაც გასული საუკუნისთვის დამახასიათებელი დეკორაციები, ავეჯი, თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოები გამოიფინა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კულტურის სახლის მიმდებარე სივრცეში, დუშეთის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობების – ელენე პაპიაშვილისა და მანანა დათოშვილის ვარსკვლავები გაიხსნა.