დუდუ დადიანის სახელობის ტურნირის გახსნა

საქართველოში დღეს საკალათბურთო სეზონმა აიღო სტარტი. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დუდუ დადიანის სახელობის მემორიალური ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა. გათამაშებაში წელს ცხრა გუნდი იასპარეზებს. ტურნირზე უკვე ჩატარდა პირველი მატჩებიც. „რუსთავმა“ „მგზავრები“ დამაჯერებელი ანგარიშით 94:63 დაამარცხა, ხოლო „კაქტუსმა“ „ტიტებს“ სძლია.

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ფინალური მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება. დღესვე ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა კალათბურთის ფედერაციის ყოველწლიური ჟურნალის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს ნაკრების წევრები გოგა ბითაძე და დუდა სანაძე დაესწრნენ.