დუბროვნიკის ფორუმი 2026
გლობალური უსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და საერთაშორისო წესრიგის მომავალი – ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც დუბროვნიკის ფორუმის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. ღონისძიება ოფიციალურად უკვე გაიხსნა. დუბროვნიკში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე კი მართავს პირისპირ შეხვედრებს.
მაკა ბოჭორიშვილმა პირველი დისკუსია ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამართა. დაგეგმილია შეხვედრები კოლეგა მინისტრებთანაც.
თამუნა წიკლაური დეტალებით.