დუბროვნიკის ფორუმი 2026
საგარეო პოლიტიკის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე დუბროვნიკში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მაკა ბოჭორიშვილი გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებს. მანამდე კი საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, მსოფლიო ჯანდაცვის რეგიონულ დირექტორსა და უზბეკ კოლეგას შეხვდა.
თამარ წიკლაური ხორვატიიდან.