დუბროვნიკის ფორუმი და მისი შედეგები. ორდღიანი საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაშიც, სადაც მთავარი განსახილველი თემა ევროპასა და აზიის დაკავშირებადობა იყო. დისკუსიისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ქვეყნისა და ხელისუფლების კურსის შესახებ დაუსვეს კითხვა.