დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმი

დუბროვნიკის ფორუმი დასასრულს უახლოვდება – ორდღიანი ღონისძიების პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. დისკუსიის თემა ევროპისა და აზიის დაკავშირებადობა იყო. მაკა ბოჭორიშვილმა ამ მიმართულებით საქართველოს როლსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე.

ფორუმის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე ქვეყნის კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. ამ შეხვედრებზე ერთ-ერთი საკითხი მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის საქართველოსეული ხედვა იყო.

ორდღიან ფორუმს დუბროვნიკიდან პირდაპირ ეთერში თამარ წიკლაური შეაჯამებს.