დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმი

18:02, 12.07.2025

ხორვატიაში დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმს ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ესწრება. დღეს მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობა იქნება. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა ჩინეთისა და ხორვატიის წარმომადგენლებს, ეუთო-ს ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს და იტალიელ კოლეგას.

ასევე, ცოტა ხნის წინ მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა ბრაზილიის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებთანაც გამართა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველოს გაზრდილ როლს მსოფლიოს რეგიონების დაკავშირებადობის, სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისითაც.

მსგავსი