დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმი
ხორვატიაში დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმს ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ესწრება. დღეს მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობა იქნება. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა ჩინეთისა და ხორვატიის წარმომადგენლებს, ეუთო-ს ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს და იტალიელ კოლეგას.
რაზე ისაუბრეს მხარეებმა და რა საკითხებზე ამახვილებს ქართული დელეგაცია ყურადღებას – დუბროვნიკიდან პირდაპირ ეთერში თამარ წიკლაური ისაუბრებს.