დრონებით თავდასხმა ნახიჩევანის აეროპორტზე

21:16, 05.03.2026

საჰაერო შეტევის სამიზნედ იქცა აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა მოხდა საქართველოდან 677 კილომეტრში მდებარე ნახიჩევანის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალზე, დრონი დაფიქსირდა იქვე მდებარე სოფელ შეკარაბადშიც. დაშავებულია ორი ადამიანი. თეირანი მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმას უარყოფს და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს. ოფიციალური ბაქო საპასუხო ზომებს აანონსებს და ბოდიშსა და ახსნა-განმარტებებს ითხოვს. პრეზიდენტმა თავდასხმა ირანის მხრიდან ტერორისტულ აქტად შეაფასა. ირანის ელჩი საგარეო უწყებაშია დაბარებული. მობილიზებულია შესაბამისი უწყებები და დავალებაა საპასუხო ზომების მომზადება. დღეს ალიევმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არცერთი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული.

ნახიჩევანში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება ოფიციალური თბილისი.

მსგავსი