დრონების გამო მიუნხენის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

12:21, 03.10.2025

მიუნხენის აეროპორტთან ახლოს დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები დროებით შეჩერდა. „როიტერის“ ინფორმაციით, გაუქმდა 17 რეისი და შეფერხდა 3 000 ადამიანის მგზავრობა. აეროპორტიდან კიდევ 15 ავიარეისი შტუტგარტში, ვენასა და ფრანკფურტში გადამისამართდა. გასულ კვირაში დრონების დაფიქსირების გამო, აეროპორტები დროებით დაიხურა დანიასა და ნორვეგიაში.

მსგავსი