ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება

15:05, 03.03.2018

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე ოფიციალური უწყებები ინტენსიურად განაგრძობენ მუშაობას, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება 34 წლის მამაკაცის გადმოცემა. ყოფილი სამხედროს ოჯახი და ახლობლები ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან.

ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან და გადაადგილება შეზღუდული აქვთ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს.

გენო ოსიყმაშვილი დილიდან წილკანში მუშაობს და ის ახლა ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის ადგილიდან.

 

მსგავსი