ამ დრომდე უცნობია, დატოვებს თუ არა გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას

15:15, 10.04.2018

დატოვებს თუ არა გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას, ამ დრომდე უცნობია. ის დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას არ დასწრებია.

ამის მიზეზი, კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ფოფხაძის ბაქოში ვიზიტია. სოფო კილაძე აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძე ვიზიტით ბაქოშია. ფოფხაძის საკითხსა და მის განცხადებებზე კომენტარები დღეს კიდევ ერთხელ გაკეთდა.

მსგავსი