დროებითი ზავი ღაზის სექტორში - მძევლების გათავისუფლება დაიწყო

დროებითი ზავი ამოქმედდა. „ჰამასის“ 13 მძევალი თავისუფალია. მათ შორის ქალები და მცირეწლოვნები არიან, რომლებიც ახლა ისრაელისკენ მიემართებიან.

49-დღიანი ტყვეობის შემდეგ მძევლები დღეს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლების თანხლებით რაფაჰის გამშვებ პუნქტთან მიიყვანეს და ეგვიპტეში გადაიყვანეს. ოთხი დღის განმავლობაში „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს დატყვევებული კიდევ 37 მოქალაქე უნდა გაათავისუფლოს. სანაცვლოდ ღაზის სექტორში დილიდან ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი რეჟიმია გამოცხადებული. კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის ციხე 150-მდე პალესტინელმა უნდა დატოვოს. მათგან 39-ის გამოშვება უკვე დადასტურდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლდა ტაილანდის და ფილიპინების 11 მოქალაქე, რომელთა გათავისუფლება არა კატარის, არამედ ეგვიპტის შუამავლობით მოხდა.