„დროებითი სამშობლო“ - დოკუმენტური ფილმი

დროებითი სამშობლო“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ავსტრიელმა რეჟისორმა რაინჰარდ ფორსტინგერმა საქართველოზე რამდენიმე წლის წინ გადაიღო. გადაღება თუშეთში მიმდინარეობდა და ფილმში საქართველოს მაღალმთიანი მხარის უნიკალური და ულამაზესი კადრები მოხვდა.

დოკუმენტურ ფილმში თუშეთის მოსახლეობის სოციალური ყოფა და ადათ-წესებია ნაჩვენები. რეინჰარდმა ახალი პროექტი წამოიწყო და ახლა უკვე მთლიანად საქართველოს შესახებ გადაწყვიტა ფილმის გადაღება, რომელიც მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს.

სტუმრები: რეინჰარდ ფორსტინგერი – ავსტრიელი რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი;

კახა მიქიაშვილი – მსახიობი.

ახალი დღე