დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
როინ შავაძის მკვლელობის საქმეს და ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის ეპიზოდს განიხილავს დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ წუთებში უსმენენ როინ შავაძის მეუღლეს.
დღესვე, კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებს დავით გურგენიძე, კარლო კოპალიანი და ნოდარ მუსერიძე. სხდომა პირდაპირი ეთერის მეშვეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით გადაიცემა.
თამუნა წიკლაური პირდაპირ ეთერში საგამოძიებო კომისიის სხდომის დეტალებით #მოამბე