საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს მიწვეული იყო გივი თარგამაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა თარგამაძეს კომისიის სხდომაზე მისვლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სამშაბათამდე თარგამაძე კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდება, კენჭს უყრიან მისი საქმის პროკურატურისთვის გადაცემას.