დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

12:03, 30.03.2025

დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობას განაგრძობს. წინასწარი ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან კომისია 2003 -2012 წლებში დაკავებული ადამიანების საქმეებს და წამების ეპიზოდებს განიხილავს. მოხდება კონკრეტული ეპიზოდების შესწავლა და სხვადასხვა პირის გამოკითხვაც. მანამდე, გასული კვირა აგვისტოს ომს და მისი წინა პერიოდს დაეთმო. გამოიკითხნენ ყოფილი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, მიზანი 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასებაა. თუმცა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კომისიის კვლევის სფერო მხოლოდ ეს პერიოდი არ იქნება და მუშაობის პროცესი 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეეხება.

 

მსგავსი