დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

15:16, 22.06.2025

ხვალ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია. კანონმდებლებს ექსპრემიერთან შეკითხვები ამჯერად ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით აქვთ. ასევე, სხდომაზე განიხილავენ წინა ხელისუფლების პერიოდში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საკითხებს, მათ შორის, რიყის პარკის ეპიზოდს განიხილავენ. გამოკითხვაზე დაბარებული არიან რიყის პარკის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ობიექტების მფლობელი პირები, რომლებსაც ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. ასევე, სხდომის მიმდინარეობისას, კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხს გასცემს და ონლაინ ჩაერთვება გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, რომელიც ისაუბრებს გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ინტერესებსა და ქმედებებზე საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ხელისშეშლის ფაქტებზე.

 

მსგავსი