დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

12:01, 19.06.2025

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იმართება. დღეს განსახილველი საკითხებია დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები.

ცინდელიანის გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეზე კომისიის წევრებმა უკვე მოუსმინეს გია ანსიანს, რომელიც 2008 წელს სოფელ ხაიშში, სატყეო დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

ამ წუთებში კი დავით ცინდელიანის დედას, თამარ არღვლიანს უსმენენ.

მანანა დევაძე საქმის დეტალებით #მოამბე

მსგავსი