დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 2004-2008 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება განიხილა. კომისიის წევრებს ახსნა-განმარტება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა მისცა. მისი განმარტებით, მისი ადმინისტრაციის მიზანი ცხინვალის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება იყო, თუმცა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მმართველობის პერიოდში ვითარება დაიძაბა და სროლები და მკვლელობები მინიმუმ კვირაში ერთხელ ხდებოდა. რაზეც სანაკოევიის განცხადებით, ქართული მხარეც პასუხობდა და კონფლიქტი კიდევ უფრო მწვავდებოდა. მისივე განმარტებით, ვითარება ადგილზე პირველი აგვისტოდან უკიდურესად დაიძაბა და პიკს 7 აგვისტოს მიაღწია. ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი, სანაკოევი მიხეილ სააკაშვილს თბილისში შეხვდა, ყოფილ პრეზიდენტთან საუბრის დეტალები მან კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაიხსენა. სანაკოევმა კიდევ ერთ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ომის დაწყების დღეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მაშინდელ მინისტრებთან გორში, შტაბში შედგა. სანაკოევი მოსმენამდე კომისიის სამმა წევრმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დახურულ ფორმატში დამატებითი კითხვები პაატა დავითაიას დაუსვეს, რომელიც საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში აისახება.