დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

15:09, 22.05.2025

გურამ შარაძის მკვლელობის საქმე – პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ ისაუბრა. მან კომისიასთან 2007 წლის 20 მაისის ამბავი გაიხსენა, როცა მამამისი მელიქიშვილის და შანიძის ქუჩების კუთხეში, 3 გასროლით მოკლეს. „მე ვამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული. საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული“ – განაცხადა რუსუდან შარაძემ. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, იმ დროს მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბარათელმა მოყვა, რომ 2007 წლის 20 მაისს, ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს და სთხოვდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა. რუსუდან შარაძის განმარტებით, ბარათელმა თქვა, რომ არ იცოდა, თუ ცოცხალ კაცზე აიძულებდნენ მკვლელობის დაბრალებას, რადგან გურამ შარაძე იმავე დღეს, საღამოს მოკლეს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე შარაძემ ასევე ოქროს მოწმეზე ისაუბრა, რომელმაც მკვლელობის შემკვეთები დაასახელა.

მანანა დევაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი