პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ალექსანდრე მეგუთნიშვილსა და რუსუდან შარაძეს უსმენენ. განიხილავენ წინა ხელისუფლების დროს საკუთრების და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების შელახვის, ასევე, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებს.
აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გურამ შარაძე ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წელს დატოვა.
მანანა დევაძის ჩართვა #მოამბე