დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა პარლამენტში ხვალ გაიმართება. სხდომაზე განსახილველი საკითხია 2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტები. სხდომაზე მიწვეულნი არიან: ნონა გაფრინდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე და ლუკა კურტანიძე.

სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდსა და სოციალურ პლატფორმებზე.