დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

21:29, 12.01.2025

მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას აპირებს. შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. 2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. დასკვნებსა და რეკომენდაციებს კი დეპუტატები საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ. ამ კომისიის ფარგლებში მუშაობას არ აპირებს ოპოზიცია, სადაც თვლიან, რომ 13 წლის წინანდელი მოვლენები საზოგადოების საინტერესო აღარ არის.

მსგავსი