დროებითი საგამოძიებო კომისია თვითმხილველებს უსმენს
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მცხოვრები ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და მისი მეუღლე გამოკითხეს. დიანა ბოლოთაშვილმა სწორედ ის მომენტი დაინახა, როდესაც ლევან დადუნაშვილი დაჭრეს, თუმცა მოწმე ვერ იხსენებს, ვინ იდგა დადუნაშვილის წინ. მოზარდების დაპირისპირება ნახა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმაც, თუმცა როგორც აცხადებს, შეესწრო ამ ჩხუბის დაწყებას, შემდეგ კი საპატრულო პოლიციაში დარეკვას ცდილობდა.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ინფორმაციით ის გამოძიებას არ დაუკითხავს. კომისიის წევრი ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ვაჩეიშვილის გარდა, არის კიდევ ბევრი მოწმე, რომელიც გამოძიებას არ დაუკითხავს და ეს მოწმეები მომხდართან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციები გააჩნიათ.