დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის გადამზადების ახალი ეტაპი

დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, მედიკოსები ტრენინგების ახალი ეტაპს გაივლიან.

ექიმებს გადამდები დაავადებების, დაზიანებების დოკუმენტირების და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ოთხდღიანი სწავლება ჩაუტარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს.