დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნა

ფრაქცია „საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის 1050 ლარით განსაზღვრის თაობაზე დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა. გიორგი შარაშიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გასულ კვირას პარლამენტმა კენჭისყრაზე ინიციატივა ჩააგდო, რომელიც საქართველოში მინიმალური ხელფასის დაწესებას ითვალისწინებდა. უმრავლესობა გიორგი გახარიას გუნდის მიერ მომზადებულ ცვლილებებს პოპულიზმს უწოდებს და ფრაქციისგან სათანადო არგუმენტების წარდგენას ითხოვს.