დროებით ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენის ახალი წესი

21:42, 16.12.2025

სიახლეა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით მართვის მოწმობები დროებით აქვთ შეჩერებული.

ამნისტია შეეხება ყველა იმ მძღოლს, რომლებსაც ავტომანქანის მართვის უფლება ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნის, ქულების განულების ან ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სხვისი მანქანის ან ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო ჩამოართვეს. მათ ერთწლიანი ლოდინი აღარ მოუწევთ და მართვის მოწმობებს მომავალი წლის დასაწყისიდან აღუდგენენ. თუმცა გამონაკლისია ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებსაც ლეტალური შედეგები ან ადამიანების დაშავება მოჰყვა. ამნისტია არ გავრცელდება მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირებზეც. მეორე მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მკაცრდება. ამნისტიის აქტი ერთჯერადი იქნება, რაც ნიშნავს, რომ მართვის მოწმობების ჩამორთმევის შემდეგ მოქალაქეებს კანონით მანამდე დაშვებული მექანიზმით სარგებლობა, ანუ მართვის მოწმობის ვადაზე ადრე აღდგენის მოთხოვნა აღარ შეეძლებათ.

პირველი მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ დეპუტატებისა და ექსპერტების ნაწილს ნაწილს შენიშვნები აქვს.

 

მსგავსი