პენიტენციურ სამსახურის განცხადებას პარტია „დროა“ პასუხობს, სადაც ვკითხულობთ, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. როგორც „დროას“ განცხადებაშია აღნიშნული, „ელენე ხოშტარია რეჟიმისგან არაფერს ითხოვს და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს“. ელენე ხოშტარიას გათავისუფლებას დაუყოვნებლივ მოითხოვს რასა იუნკევიჩიენე. ევროპარლამენტარს ეთანხმება ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.