დრანდის ციხეში მამა-შვილი როგავების მონახულებას ოჯახის წევრები შეძლებენ - გალში შეხვედრა დასრულდა

დრანდის ციხეში მამა-შვილი როგავების მონახულების საშუალება ოჯახის წევრებს მიეცემა, – ამის შესახებ, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, როგავები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ.

კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ყველა პრობლემური საკითხი განიხილეს.

მათ შორის უკანონოდ დაკავებული ქართველების მდგომარეობა და ბორდერიზაციის პროცესი.